вторник, 1 ноября 2016 г.

მერვე დღე

              ტრადიციულად მერვე დღეც  საშინაო დავალების შესრულებით დავიწყეთ. გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს და მოგვეცა სესაბამისი მითითებებიც. მიმოვიხილეთ კოლაბორაციული შეფასებისა და პრეზენტაციის რუბრიკები. ტრენერმა შეგვახსენა თუ როგორ უნდა მოიძებნოს სურათების მისამართები  და ჩაისვას ნაშრომში შესაბამის ადგილზე. ვისაბრეთ კონელის კითხვარზე- მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის  ინსტრუმენტი, რომლითაც შევამოწმებთ მოსწავლის შესაძლებლობებს და მივცემ სესაბამის დავალებას ჯგუფში.
              დავათვალიერეთ წინა  ჯგუფის მონაწილეთა ბლოგები , ვნახეთ მათი ნამუშევრები, მათ ბლოგზე ატვირთული გრაივის დოკუმენტები,  ვისაუბრეთ, მიმოვიხილეთ   და შევაჯამეთ. ვისაუბრეთ ტექნოლოგიების ფასილიტაციაზე.
საშინაო დავალება: 1.როგორ შევქმნათ პრეზენტაცია სლაიდით-მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ფასილიტაციის ნიმუშის შექმნა; 2 სასწავლო პროექტის გეგმა დავასრულოთ!!!
              დღე ნაყოფიერი და ხალისიანი იყო, მადლობა ტრენერს!!!
                   

воскресенье, 23 октября 2016 г.

კონელის კითხვარი-მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი

კონელის კითხვარი – მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი

1970-იან წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფსიქოლოგმა ჰოვარდ გარდნერმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ინტელექტის ის ტრადიციული გაგება, რომელსაც ინტელექტის საზომი (IQ) ტესტები ეფუძნება. მან აღმოაჩინა, რომ ადამიანები დაჯილდოებულნი იყვნენ მრავალი ისეთი ნიჭითა და უნარით, რომლებიც არასაკმარისად იყო ასახული ინტელექტის ტრადიციულ გააზრებაში. გარდნერმა მრავალი სხვადასხვა წყარო გამოიყენა, მათ შორის – აუტისტებსა და ნიჭიერ ბავშვებთან დაკავშირებული ნეიროფსიქოლოგიური კვლევები, რათა გაემყარებინა საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტვინის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა ტიპის ინტელექტზეა პასუხისმგებელი. 1983 წელს გარდნერმა გამოაქვეყნა ნაშრომი „Frames of Mind”, სადაც შვიდი სხვადასხვა ტიპის ინტელექტი გამოყო, ხოლო ათი წლის შემდეგ მერვე ტიპი დაამატა. მისი მტკიცებით, თითოეული ადამიანი ფლობს ყველა ინტელექტს, ოღონდ სხვადასხვა დოზით. ამ თეორიის მიხედვით, ინტელექტის ტრადიციული გაზომვა შესაძლოა ტენდენციური იყოს ზოგიერთი ტიპის ინდივიდის მიმართ, რადგან არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი პროფილის მქონე ინტელექტი. ეს პროფილები ჩვენს ინდივიდუალურ გენეტიკასა და გამოცდილებას ეფუძნება და ამიტომ უნიკალურია, სხვებისაგან განსხვავებული.

ინტელექტის გაზომვა არსებული ტესტების მეშვეობით ინტელექტის რეალურ შესაძლებლობს შეზღუდულად წარმოაჩენს. მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით, არსებობს 8 ძირითადი ტიპის ინტელექტი. ესენია: ლინგვისტური, მუსიკალური, ლოგიკურ-მათემატიკური, სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, ინტრაპერსონალური, ინტერპერსონალური და ნატურალისტური. ამ 8 ძირითადი ინტელექტიდან ინდივიდს შესაძლოა გამოკვეთილი ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე, თუმცა ყველა ერთნაირად არა. გარდნერის მიერ შემოთავაზებული მოდელი ყველა ტიპის ინდივიდს მოიცავს, გასაოცარი ნიჭიერებისა იქნება ის თუ გონებრივად ჩამორჩენილი ან ფიზიკური შეზღუდულობის მქონე. მაგალითად, გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი შესაძლოა ვერ ფლობდეს გამართულ ენობრივ ფორმებს, მაგრამ შესანიშნავად ხატავდეს ან უკრავდეს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ვინაიდან საგანმანათლებლო სისტემა აქცენტს მათემატიკური და ლინგვისტური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე სვამს, მოსწავლის მიერ მიღწეული წარმატების შეფასებაც მხოლოდ ამ ორი ინტელექტის მიხედვით გაზომილ უნარებს ეფუძნება. გარდნერი და მრავალმხრივი ინტელექტის სხვა მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ამგვარი აქცენტირება არ არის სამართლიანი, რადგან, მაგალითად, ბავშვები, რომლებიც მაღალგანვითარებულ მუსიკალურ ინტელექტს ფლობენ, შესაძლოა გადაყვანილ იქნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე კლასში მათემატიკასა და ენის კურსებში არასაკმარისი ქულების გამო. მასწავლებლები უნდა ეძებდნენ მოსწავლეთა შეფასების ისეთ გზებს, რომლებიც მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ზუსტ წარმოდგენას მისცემთ.

ვინაიდან მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავებულად ითვისებენ შესასწავლ მასალას, არ შეიძლება მათი შეფასება ერთიანი, სტანდარტიზებული სისტემით. საჭიროა, მასწავლებელმა თითოეული მოსწავლისთვის შექმნას ე.წ. ინტელექტის პროფილები. მოსწავლეთა ინდივიდუალური ათვისების უნარის ცოდნა მასწავლებელს დაეხმარება, სათანადოდ შეაფასაოს მათი პროგრესი.

ტრადიციული ტესტები მოსწავლეებისგან მოითხოვს წინასწარგანსაზღვრული ცოდნის გამოვლენას, გარდნერის თეორიის მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ უნდა შეიქმნას ისეთი შეფასებითი სისტემა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, განმარტონ სასწავლო მასალა საკუთარი ინტერპრეტაციით სხვადასხვა ინტელექტის გამოყენებით. ამ თვალსაზრისით, ტრადიციულ შეფასებით სისტემაზე ეფექტიანია სხვა მეთოდები: მოსწავლეთა პორტფოლიოები, დამოუკიდებელი პროექტები, მოსწავლეთა დღიურები, სხვადასხვა შინაარსის კრეატიული საშინაო დავალებები. სკოლების ერთ-ერთი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროს თავდაჯერება და მიზნის მისაღწევად საჭირო უნარები. მრავალმხრივი ინტელექტის თეორია საშუალებას იძლევა, შესწავლილ იქნეს მოსწავლეთა სხვადასხვა ნიჭი და უნარები, ამასთანავე, იგი აღიარებს, რომ შესაძლოა ყველა მოსწავლე არ იყოს დაჯილდოებული ვერბალური ან მათემატიკური უნარებით; სამაგიეროდ, წარმტებულნი იყვნენ სხვა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მუსიკა, სივრცული აღქმა ან ინტერპერსონალური ცოდნა. ამგვარი მიდგომა და შეფასებითი სისტემა შესაძლებლობას აძლევს ყველა მოსწავლეს, წარმატებით მიიღოს მონაწილეობა საკლასო სწავლებასა და სხვადასხვა აქტივობაში.

გარდნერი მიუთითებს, რომ სწავლის მეთოდების უფრო ფართო დიაპაზონის შემოღებით მასწავლებლებს და, რა თქმა უნდა, მშობლებსაც შეუძლიათ, უკეთ შეიცნონ ინდივიდის ძლიერი და სუსტი მხარეები და განსაზღვრონ მათთვის უპირატესი სწავლის სტილი, ეს კი საშუალებას მისცემს მოსწავლეს, უფრო ნაყოფიერად ისწავლოს.

მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ნევროლოგიურ, ევოლუციურ და კროსკულტურულ საფუძვლებს ემყარება. იგი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ინტელექტის განვითარებაში ბიოლოგიასთან ერთად დიდ როლს ასრულებს კულტურაც. ყველა საზოგადოება სხვადასხვა ტიპის ინტელექტს აფასებს. ეს შეფასებებიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ სფეროში პროფესიონალად ქცევის მოტივაციის გაჩენას. შესაბამისად, შესაძლოა, რომელიმე ინტელექტი მაღალ დონეზე განვითარდეს ერთი კულტურის ბევრ სოციუმში, მაშინ როცა იგივე ინტელექტი ნაკლებად განვითარდება სხვა კულტურის ინდივიდებში.

გარდნერი აღნიშნავს, რომ მრავალმხრივი ინტელექტის იდეა სიახლეს არ წარმოადგენს. მრავალი წელია გრძელდება დებატები ერთი თუ მრავალფეროვანი ინტელექტუალური უნარების არსებობის შესახებ. ფსიქოლოგები კამათობენ ინტელექტის შემადგენელი მრავალრიცხოვანი ფაქტორებისა და კომპონენტების არსებობის შესახებაც.

გარდნერმა ინტელექტი განსაზღვრა როგორც პრობლემების გადაჭრისა და სხვადასხვა კულტურული გარემოსთვის ღირებული პროდუქტის შექმნის უნარი.


გთავაზობთ კითხვარს (The Connell Multiple Intelligence Questionnaire), რომლის გამოყენებაც შესაძლებელია უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან.
კითხვარის გასახსნელად დააწკაპუნეთ ბმულს!
ინსტრუქცია: „1”-ით აღნიშნე ყველა ის წინადადება, რომლებსაც ეთანხმები. ,,0''-ით კი რომელსაც არ ეთანხმები.


суббота, 22 октября 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

             მეშვიდე დღე საშინაო დავალების მიმოხილვით დაიწყო. რამდენიმე პედაგოგმა წარმოადგინა მოსწავლის ნიმუში  - ჩექლისტი, ბუკლეტი და პრეზენტაცია. ვისაუბრეთ თუ რამდენად შეესაბამებოდა შექმნილ ჩეკლისტს ბუკლეტი და რამდენად პასუხობდა მოთხოვნებს პრეზენტაცია. იყო კარგი ნაშრომებიც, იყო მითითებები და ჩასწორებებიც. შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ საკვანძო საკითხები. ტრენერმა შეგვახსენა, რომ გეგმა უნდა ესადაგებოდეს 21-ე საუკინის უნარ-ჩვევებს, სტანდარტიდან ამოღებულ მიზნებსა და შედეგებს. მიმოვიხილეთ ერთმანეთის გეგმები, ჩავასწორეთ და ერთმანეთს მივეცით მითითებები.
            გავეცანით პორტფოლიოს შეფასების ჩეკლისტსა და რუბრიკებს, გავიგეთ თუ როგორ მოხდება ჩვენი პროექტის გეგმის შეფასება , ასევე დავიწყეთ პორტფოლიოს შევსება შექმნილი მასალებით. დრაივზე კურსის რესურსებში ავტვირთეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი; მოსწავლის ნიმუშებში ავტვირთეთ ბუკლეტის ჩეკლისტი და მოსწავლის ბუკლეტი, ასევე ნაშრომში გამოყენებული ფოტო-ვიდეო მასალა.
              დღევანდელი დღე, ფაქტობრივად, განვლილი დღეების შეჯამება, შევსება, განახლება-გააზრებით იყო დატვირთული. გავიგეთ , რომ მოძიებულ და გამოყენებულ ფოტო-ვიდეო მასალას აუცილებლად უნდა მივუთითოთ საწყისი საიტი . დაისვა ბევრი კითხვა და გაიცა შესაბამისი და ამომწურავი პასუხი, რის გამოც მადლობა , ბატონ გიორგის!
               საშინაო დავალება : 1. დასრულებული დოკუმენტები ავტვირთოთ დრაივზე;
                                             2. ბატონი გიორგის ბლოგში რესურსები უნდა გავეცნოთ შეფასების მეთოდებს და შევავსოთ პროექტის გეგმა.

მეექვსე დღის რეფლექსია

       მეექვსე დღე წესისამებრ საშინაო დავალების მიმოხილვით დავიწყეთ.რამდენიმე პედაგოგმა წარმოადგინა პრეზენტაციისა და ბუკლეტის ჩეკლისტი. რა თქმა უნდა, ყველამ ერთად განვიხილეთ შესრულებული მასალა, გავაკეთეთ ჩასწორებები , სადაც საჭირო იყო, ვისწავლეთ შეფასების რუბრიკებზე მუშაობის წესები, ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება და ერთმანეთის რეფლექსიებს გავუკეთეთ კომენტარები, ვფიქრობ, საინტერესო და სახალისო ტრენინგი გამოვიდა; ასევე შევედით რესურსებში და შეფასებებში, გავეცანით კოლაბორაციულ და  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკებს.
       ბატონმა გიორგიმ, ჩვენმა ტრენერმა, მოგვცა  საშინაო დავალება: უნდა შევქმნათ მოსწავლის ბუკლეტის ნიმუში და გეგმაში პროცედურები უნდა გავშალოთ დეტალურად. გეგმაში უნდა შევიტანოთ შეფასების მეთოდებიც.


суббота, 15 октября 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

         მეხუთე დღეც ისეთივე ნაყოფიერი და საინტერესო იყო , როგორც წინა დღეები. მიმოვიხილეთ საშინაო დავალება, რამდენიმე პედაგოგმა წარმოადინა თავისი ნაშრომი , სასწავლო პროექტის გეგმის პროცედურები, ბუკლეტი და გააკეთა პრეზენტაცია..გვქონდა კითხვები და  ბატონი გიორგისაგან მივიღეთ ამომწურავი პასუხებიც. ტრენერმა მოგვცა მითითებები, თუ როგორ უნდა ველის სწორად გამოყენება, სურათის ჩასმა, აგვიხსნა რომ პროექტის განხორციელებისას ეტაპობრივად, თანმიმდევრულად უნდა გავწეროთ რის გაკეთებასაც ვაპირებთ.
          მიმოვიხილეთ სახელმძღვანელოს მეოთხე მოდულის სამი აქტივობა_სასწავლო ნიმუშის შექმნა, განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუში და ამავე ნაშრომის ჩექლისტი, ელ-ფოსტაში  drive-ზე შევქმენით ახალი საქაღალდე რამდენიმე ფაილით. შეფასებაში შევადგინეთ კითხვარი -,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე''.
           ბატონმა გიორგიმ მოგვცა საშინაო დავალება: მოსწავლისათვის შევქმნათ ჩექლისტი.

пятница, 14 октября 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს შემოწმდა საშინაო დავალება, არსებულ კითხვებზე  ბატონმა გიორგიმ გაგვცა პასუხები, კონკრეტული საკითხები ხელახლა გავიმეორეთ . განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენების სტრატეგიები, პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების დროში გაწერა, სათაურის შეცვლა, ენის შეცვლა, დროის შეცვლა, ბლოგის წაშლა, კომენტარების გაკეთება და წაშლა და ა.შ...

суббота, 1 октября 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

                  მესამე დღეს მიმოვიხილეთ ჩვენი ნაშრომები( საშინაო დავალება).ვიმსჯელეთ საკვანძო კითხვებზე ,დავაკონკრეტეთ შინაარსობრივი, ზოგადი და თემატური კითხვების რაობა, ვისაუბრეთ მათ მსგავსება-განსხვავებაზე..
                  ვიმსჯელეთ   შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებასა და გამოყენების სტრატეგიებზე,პროექტებზე დაფუძნებულ სწავლების შეფასებებზე,დროში გაწერილ შეფასების გეგმაზე და მათ აუცილებლობებზე.
                  გამოგიტყდებით,თავიდან ძალიან დაძაბული და ცოტა დაბნეულიც გახლდით,თუმცა ბატონმა გიორგიმ მოლოდინს გადაჭარბა,თავისი გამორჩეული და განსაკუთრებული მიდგომებით გაგვიადვილა ყველა   ჩვენთვის არსებული სიძნელე და ,რა თქმა უნდა, სახალისო და საინტერესო გახდა თითოეული ტრენინგი.
                  მადლობა , ბატონ გიორგის!