суббота, 22 октября 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

             მეშვიდე დღე საშინაო დავალების მიმოხილვით დაიწყო. რამდენიმე პედაგოგმა წარმოადგინა მოსწავლის ნიმუში  - ჩექლისტი, ბუკლეტი და პრეზენტაცია. ვისაუბრეთ თუ რამდენად შეესაბამებოდა შექმნილ ჩეკლისტს ბუკლეტი და რამდენად პასუხობდა მოთხოვნებს პრეზენტაცია. იყო კარგი ნაშრომებიც, იყო მითითებები და ჩასწორებებიც. შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ საკვანძო საკითხები. ტრენერმა შეგვახსენა, რომ გეგმა უნდა ესადაგებოდეს 21-ე საუკინის უნარ-ჩვევებს, სტანდარტიდან ამოღებულ მიზნებსა და შედეგებს. მიმოვიხილეთ ერთმანეთის გეგმები, ჩავასწორეთ და ერთმანეთს მივეცით მითითებები.
            გავეცანით პორტფოლიოს შეფასების ჩეკლისტსა და რუბრიკებს, გავიგეთ თუ როგორ მოხდება ჩვენი პროექტის გეგმის შეფასება , ასევე დავიწყეთ პორტფოლიოს შევსება შექმნილი მასალებით. დრაივზე კურსის რესურსებში ავტვირთეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი; მოსწავლის ნიმუშებში ავტვირთეთ ბუკლეტის ჩეკლისტი და მოსწავლის ბუკლეტი, ასევე ნაშრომში გამოყენებული ფოტო-ვიდეო მასალა.
              დღევანდელი დღე, ფაქტობრივად, განვლილი დღეების შეჯამება, შევსება, განახლება-გააზრებით იყო დატვირთული. გავიგეთ , რომ მოძიებულ და გამოყენებულ ფოტო-ვიდეო მასალას აუცილებლად უნდა მივუთითოთ საწყისი საიტი . დაისვა ბევრი კითხვა და გაიცა შესაბამისი და ამომწურავი პასუხი, რის გამოც მადლობა , ბატონ გიორგის!
               საშინაო დავალება : 1. დასრულებული დოკუმენტები ავტვირთოთ დრაივზე;
                                             2. ბატონი გიორგის ბლოგში რესურსები უნდა გავეცნოთ შეფასების მეთოდებს და შევავსოთ პროექტის გეგმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий